სიძულვილის ენის გამოყენება, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის მომხრეებზე, გახშირებული თავდასხმები, ბულინგი შეურაცხყოფა, სააგიტაციო მასალის განადგურება და გაყალბება
სიძულვილის ენის გამოყენება, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის მომხრეებზე, გახშირებული თავდასხმები, ბულინგი შეურაცხყოფა, სააგიტაციო მასალის განადგურება და გაყალბება. 26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს. ამ თემაზე „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგი გამართა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ. მან კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა და დააანონსა, რომ მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების“ ანგარიში წინა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არა სამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ დარღვევებთან დაკავშირებით. ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
