ისევ სამშობლოში
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მუზეუმებიდან 1993-2010 წლებში გატანილი და ახლახან დაბრუნებული ექსპონატების გამოფენას მასპინძლობს. ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, ასევე სამინისტროებსა თუ უცხო ქვეყნის ორგანიზაციებში იყო გატანილი, ნაწილი კი, ხელწერილის საფუძველზე, თავად ავტორებმა დროებით გაიტანეს. ეროვნულ მუზეუმს 2021 წლამდე მათი დაბრუნება არ მოუთხოვია, რის გამოც, არაერთი ექსპონატი დღეისათვის დაკარგულად ითვლება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 3 წლის განმავლობაში 27 ავტორის 80-მდე ნამუშევრის დაბრუნება მოხერხდა.
