ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში, ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში ავად იყო და რამდენიმე თვის განმავლობაში, საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მონაწილეობდა 30-ზე მეტ სპექტაკლში, გადაღებულია არა ერთ ქართულ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში. ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ზურა ბერიკაშვილის სახით, ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი, განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას, უსამძიმრებენ ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე.