55 წლის ასაკში ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და რამდენიმე თვის განმავლობაში, საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა და სერიალებში. ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ მინისტრი.ირაკლი კობახიძე წერს, რომ ზურა ბერიკაშვილის სახით, ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა - გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი - განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას უსამძიმრებს კახა კალაძეც
