21 სექტემბერს თბილისში მორიგი გამორჩეული საფეხბურთო მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ლეგენდები - მილანის ლეგენდების წინააღმდეგ
21 სექტემბერს თბილისში მორიგი გამორჩეული საფეხბურთო მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ლეგენდები - მილანის ლეგენდების წინააღმდეგ. ვარსკვლავების თამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება. მატჩამდე 8 დღით ადრე ფეხბურთელებმა მიმართვები ჩაწერეს, სადაც აღნიშნავენ, რომ თბილისში ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბერს დაიწყო. თამაში კი 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება.