2024 წლის აგვისტოში, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
2024 წლის აგვისტოში, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 641.-თ მილიონ დოლარზე მეტია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოში ექსპორტის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, რის შედეგადაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მისი თქმით, ეს მონაცემები ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიანიშნებს, რაც დასტურდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით - მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს.
