თურქეთიდან საქართველოში, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირების შემდეგ ბესიკ ხარძიანის ოჯახისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულმა დაასახელოს ვინ არის ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობის შემკვეთი
თურქეთიდან საქართველოში, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირების შემდეგ ბესიკ ხარძიანის ოჯახისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულმა დაასახელოს ვინ არის ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობის შემკვეთი. ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სასამართლო პროცესებში დაზარალებული მხარე პირადად იქნება ჩართული. 9 წლის შემდეგ ოჯახი მკვლელობას ისევ კუს ტბის წილებს უკავშირებს და ხელს ისევ გია უდესიანს ადებს. უდესიანი საქართველოში ძებნილია, მას ბრალი კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმეზე აქვს წარდგენილი.