პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულსა და შემადგენლობაზე საუბრობს
პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულსა და შემადგენლობაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარდგენილ სიაში გასაკრიტიკებელი არაფერია. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არ აქვს განახლების რესურსი და სწორედ ეს არის მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული.
