მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას მორიგ ტყუილში ამხელს
მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას მორიგ ტყუილში ამხელს. 14 მილიარდი, რომლის მოზიდვასაც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აანონსებს, რეალურად არ არსებობს. არ აქვთ პასუხი კითხვაზე, როგორ და საიდან აპირებენ ამ თანხის მოზიდვას. რადიკალთა აბსურდული და არარეალური დაპირებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. მათი თქმით , ოპონენტებს ქართველი ხალხისთვის სათქმელი უბრალოდ არაფერი აქვთ
