გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” წერს, რომ ჯო ბაიდენმა შესაძლოა, მალე უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ნება დართოს
გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” წერს, რომ ჯო ბაიდენმა შესაძლოა, მალე უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ნება დართოს. თუმცა იმ პირობით, რომ ეს არ იქნება ამერიკული იარაღი. ბაიდენი დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ხვდება, სადაც ამერიკული მედიის ცნობით, კიევის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების საკითხიც განიხილება. ნებართვის გაცემის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვითარების ესკალაციით იმუქრება. პენტაგონის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ ვაშინგტონს საკითხთან დაკავშირებით პოზიცია რა შეუცვლია.
