ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. საუბარია შენობებისა და სკვერების მოწყობაზე. დასრულებული პროექტები ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ დაათვალიერეს.
