ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ატომურ ობიექტზე სტუმრობის ფოტო მასალა პირველად გაასაჯაროვა
ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ატომურ ობიექტზე სტუმრობის ფოტო მასალა პირველად გაასაჯაროვა. სახელმწიფო მედიის ცნობით, გამდიდრებული ურანის საწარმოში სტუმრობის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ გამდიდრებული ურანი ბირთვული ქობინების წარმოებისთვის აუცილებელია. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდები პირველად 2006 წელს ჩაატარა. ფხენიანი, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად სარაკეტო და ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, თუმცა გამდიდრებული ურანის საწარმოს შესახებ საჯარო განცხადება პირველად გააკეთა.
