რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების ექვს თანამშრომელს, აკრედიტაცია გაუუქმეს, რადგან მათი ქმედებები სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის ნიშნებს შეიცავდა. ექვსივე დიპლომატის ვინაობა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა დაასახელა. გამოაქვეყნა მათი ფოტოებიც.
