პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ევროკომისია უნგრეთს საზღვრის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებს
პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ევროკომისია უნგრეთს საზღვრის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებს. საუბარია ევროკავშირის გარე საზღვრის, უკანონო მიგრანტებისგან დაცვაზე. უნგრეთის პრემიერის, შტაბის უფროსის განცხადებით, ხარჯი ორ მილიარდ ევროს აღწევს. უნგრეთში თავშესაფრის მაძიებელთა მსხვილი სატრანზიტო მარშრუტი უნგრეთმა 2015 წელს ჩაკეტა, რითაც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის გერმანიამ, უკვე გაიაზრა არალეგალი მიგრანტების უარყოფითი გავლენები და რეგულაციების გამკაცრება დაიწყო.
