როშკა-არხოტის 36 კილომეტრამდე საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაო აქტიურ ფაზაშია
როშკა-არხოტის 36 კილომეტრამდე საავტომობილო გზის გაყვანის სამუშაო აქტიურ ფაზაშია. სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, გზის ნიშნულებზე მოყვანის, ხელოვნური ნაგებობების - ხიდის მოწყობის პროცესი. პროექტს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მილიონი ლარით ფინანსდება.
