პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთის ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთის ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეისს ასრულებენ. ყოველდღიური ფრენები ხორციელდება თბილისი - ურუმჩის მიმართულებით, უახლოეს პერიოდში ავიარეისები პეკინი - თბილისის მიმართულებითაც დაიწყება .შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.
