მთავარი ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
მთავარი ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველომ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც საკითხი კორუფციის შემცირებას ეხება, მის საქმიანობას დააკვირდნენ.
