პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულს და შემადგენლობას ეხმიანება
პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულს და შემადგენლობას ეხმიანება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარდგენილ სიაში გასაკრიტიკებელი არაფერია. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას არ აქვს განახლების რესურსი და სწორედ ეს არის მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული.
