პრემიერ-მინისტრის ინიციატივა
პრემიერ- მინისტრის ინიციატივა. მიღებულია გადაწყვეტილება გამოიყოს დამატებითი რესურსი, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრამდე ჩაიბარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარ ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს. პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში გაიზარდა ვენახების ფართობი, ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და ქართული ღვინის ექსპორტი.
