კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით წიგნი „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“ გამოიცა
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით წიგნი - „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“ გამოიცა. მკვლევარი ნაშრომზე ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა, ლაშა ჩხარტიშვილმა თავი მოუყარა საქართველოსა და რუსეთის არქივებსა და მუზეუმების საცავებში დაცულ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალას და ისტორიულ დოკუმენტს. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა სურათების გამოფენაც, რომლებიც ექსკლუზიურად ამ პროექტისთვის შექმნა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო.
