უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს ენტონი ბლინკენმა და რადოსლავ სიკორსკიმ
უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს ენტონი ბლინკენმა და რადოსლავ სიკორსკიმ. ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ დასავლეთმა უნდა განაგრძოს უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მოხსნას რუსეთის ტერიტორიაზე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვები.
