ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ნატო უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს
ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთი და კონკრეტულად ნატო, უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნატოს ქვეყნები ამჟამად განიხილავენ არა მხოლოდ კიევის მიერ დასავლური, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესაძლო გამოყენებას, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა უკრაინის კონფლიქტში. კრემლის ლიდერის თქმით, თუ ეს მოხდება, რუსეთი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც მას შეექმნება.
