შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ
შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ. ტრანზაქცია საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, 281 შუქრუთელზე გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია. მათ შორის თანხა აღებული აქვთ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც შანტაჟის გზით კომპანიისგან დამატებითი თანხების მიღებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები თანხის ჩარიცხვას ადასტურებენ, თუმცა ერთი საინტერესო დეტალი: საბანკო მონაცემებისა და ჩარიცხვების დოკუმენტების მიუხედავად ირწმუნებიან რომ საბანკო მონაცემები გაყალბებულია და მათზე გაცილებით მცირე რაოდენობის კომპენსაციები გაიცა. კომპანია კომპენსაციებს, ავანსის სახით, 2020 წელს სოფელთან შეთანხმებული მემორანდუმის საფუძველზე გასცემს. მაშინ კომპანიამ სოფლის მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაითვალისწინა და სოფელთან შეთანხმდა, რომ სამომავლოდ სოფლის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემდნენ. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ შუქრუთის სახლების ქვემოთ, მას შემდეგ, რაც ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ოპერირებს, 2006 წლიდან დღემდე მოპოვებითი სამუშაოები არ ჩატარებულა.