თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა
თურქეთიდან საქართველოში, ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა. მამის მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირებას ბესიკ ხარძიანის შვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ შემსრულებლის დაკავება, რათა მისი მეშვეობით მოხდეს შემკვეთზე გასვლა. ცნობისთვის, პროკურატურამ - შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან წარმატებით ითანამშრომლა. რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა მძიმე დანაშაულის გახსნა. ბესიკ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა დასადგენად კი გამოძიება გრძელდება.
