პრემიერ მინისტრმა და თბილისის მერმა დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები გახსნეს
პრემიერ მინისტრმა და თბილისის მერმა დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექ სელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გახსნეს და მოსახლეობასთან ერთად, ჯგუფ „ურსას“ კონცერტს დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში ტექ სელის სკვერი და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერი, ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. სამუშაოების ფარგლებში, თბილისის დინამოს ბაზის მიმდებარედ, გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში დამონტაჟდა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები.
