“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი აბსურდი და დაპირება
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი აბსურდი და დაპირება. რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნას და მყისიერად 14 მილიარდი ევროს მიღებას აანონსებენ. თუმცა, კითხვაზე რომელი ევროპული ფონდები გასცემენ თანხას ვერ პასუხობენ. რადიკალთა ცრუ დაპირებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ იმ განცხადებებს, რომელიც “ნაცმოძრაობის” მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე კეთდებოდა.
