ერგნეთი-მიღწეული შედეგი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 121-ე შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა. საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება. შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლაშა ხეთერელი შარშან ივლისში დააკავეს. ასევე გრძელდება მუშაობა კიდევ რამდენიმე მოქალაქის გასათავისუფლებლად. სულ ცხინვალის ციხეში 10 მოქალაქე იმყოფება. მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტებიც განიხილეს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევები. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 12 ნოემბერს გაიმართება
