შეხვედრები ბრიუსელში
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. დასკვნები და რეზოლუციები არა აღქმების საფუძველზე, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით მოამზადონ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს. საქართველო ევროკავშირის ყველა ინსტიტუტთან და ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობით დაინტერესებულია და კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვს, რაც ქვეყანას ევროპულ გზაზე უნდა დაეხმაროს
