პირველი ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
პირველი ვიცე-პრემიერი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნაში, ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის სახალხო ბანკის, „ჰუავეის“, მსხვილი ავიაკომპანიებისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს
