შუქრუთის აქციის ჯგუფს, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა, საკომპენსაციო თანხები სრულად აღებული აქვს
შუქრუთის აქციის რადიკალურ ჯგუფს, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა, საკომპენსაციო თანხები სრულად აღებული აქვს. თანხის ჩარიცხვები საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, 281 შუქრუთელზე გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია. მათ შორის თანხა აღებული აქვთ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც შანტაჟის გზით კომპანიისგან დამატებითი თანხების მიღებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ადასტურებენ რომ კომპენსაცია აიღეს თუმცა ამბობენ რომ გავრცელებული ციფრებს გადარიცხვების თაობაზე გაყალბებულია. კომპანია კომპენსაციებს, ავანსის სახით, 2020 წელს სოფელთან შეთანხმებული მემორანდუმის საფუძველზე გასცემს. მაშინ კომპანიამ სოფლის მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაითვალისწინა და სოფელთან შეთანხმდა, რომ სამომავლოდ სოფლის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემდნენ. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ შუქრუთის სახლების ქვემოთ, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ოპერირებს, 2006 წლიდან დღემდე მოპოვებითი სამუშაოები არ ჩატარებულა. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ
