პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოუსმინეს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოუსმინეს. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. კანდიდატმა ისაუბრა მოსამართლეებზე თავდასხმებსა და შეურაცხყოფის ფაქტებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და მიღწევებზე. ერთ-ერთ გამოწვევად მან სასამართლოს გადატვირთულობა დაასახელა. მისივე თქმით, გაზრდილი მიმართვიანობა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა მაღალია
