ცესკოს დისკრედიტაცია
ოპოზიცია არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ემზადება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ცესკოზე მიზანმიმართულ შეტევას. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობებზე ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა და თქვა, რომ უსაფუძვლო თავდასხმები ოპოზიციისგან და ოპოზიციური მედიისგან ახალი არ არის. გიორგი კალანდარიშვილის თქმით ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის, ინფორმირებული იქნებიან საერთაშორისო პარტნიორები
