მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ დაპირებაზე: აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს - ტყუილია 14 მილიარდი!
„ნაციონალური მოძრაობის“ ამ დაპირებას დეზინფორმაციის ახალ მიმდინარეობას უწოდებს უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ასეთი ცრუ ნარატივები ანტიევროპული და კონტრპროდუქტიულია. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა კი ქვეყანას არა 14 მილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის სჭირდება
