უტიფარი პოპულიზმი და მოკლევადიანი ტყუილი - ასეთი შეფასებები მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებას
უტიფარი პოპულიზმი და მოკლევადიანი ტყუილი - ასეთი შეფასებები მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებას. რადიკალურ ოპოზიციაში ამბობენ, რომ გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების ეტაპზე გადაიყვანენ ქვეყანას და ამის შემდეგ, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, საქართველოს მყისიერად ექნება შესაძლებლობა, რომ მისთვის გადადებული 14 მილიარდი ევრო აითვისოს. კითხვაზე, საიდან გაჩნდა ინფორმაცია 14 მილიარდი ევროს შესახებ, პასუხობენ, რომ ამ თანხის გაცემას ევროპული ფონდები უზრუნველყოფენ, თუმცა რომელი, ამას ვეღარ აკონკრეტებენ. „ქართულ ოცნებაში“ ოპონენტებს მათსავე განცხადებებს ახსენებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე ქვეყანა არაერთ მილიარდს მიიღებდა, რაც საბოლოო ჯამში ტყუილი აღმოჩნდა
