„ქართული ოცნების“ სიის ოცეული
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ოპოზიციის განცხადებები მმართველი გუნდისთვის, ოპონენტების პოლიტიკური შიშის და სასოწარკვეთის დასტურია. რამდენიმე დღეა ოპოზიცია ქართული ოცნების სიის პირველ ნომერზე აკეთებს აქცენტს, რაც მმართველი გუნდის თქმით, აჩვენებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის პრინციპული და ფუნდამენტურია. პარალელურად, არ წყდება შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც „ქართული ოცნების“ სიაში ოლიმპიური ჩემპიონების გამოჩენის შემდეგ დაიწყო. მსგავსი პროცესი არ უკვირს გენო პეტრიაშვილს. ოლიმპიური ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელსაც ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია
