შავ ზღვაზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა - გიორგი გახელაძემ მოტოციკლით ღია წყალში ყველაზე დიდი მანძილის გავლა შეძლო
შავ ზღვაზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა - გიორგი გახელაძემ მოტოციკლით ღია წყალში ყველაზე დიდი მანძილის გავლა შეძლო. ენდურო მოტომრბოლელმა, ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთის მალთაყვის სანაპირომდე, 33 კილომეტრი საათში 100-ს კილომეტრამდე სიჩქარით 33 წუთსა და 17 წამში გაიარა. გახელაძემ ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა. გიორგის შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და მას შესაბამისი სერტიფიკატი ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა გადასცა.
