დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. რეაბილიტაცია უტარდება და შენდება სამუზეუმო კომპლექსის სამი შენობა - ისტორიული მუზეუმი, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და ნიკოლოზ ყაზბეგის სახლი. გარდა ამისა, სტეფანწმინდაში დაბის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. განახლდება ტურისტული არეალები.
