პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა
პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვანს, სოციალური ქსელის მეშვეობით, მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და თანხას სძალავდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
