ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის შაბათს „ნაპოლის“ „კალიარისთან“ შეხვედრაში დაეხმარება
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის შაბათს „ნაპოლის“ „კალიარისთან“ შეხვედრაში დაეხმარება. იტალიური პრესის ცნობით, ალბანეთის ნაკრებთან თამაშში კოჭის დაზიანების გამო, 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლში ჩასვლისთანავე სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ სათამაშოდ მზად არის. კოჭის ტკივილის გამო, ხვიჩამ ტირანაში გამართული მატჩი ვერ ჩაამთავრა და ვილი სანიოლმა 75-ე წუთზე შეცვალა. კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სარდინიაზე ადგილობრივ „კალიარისთან“ კვირას ითამაშებენ და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
