დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას „სტორმ შადოვის“ რაკეტებით რუსეთზე დარტყმის უფლება მისცეს
დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას „სტორმ შადოვის“ რაკეტებით რუსეთზე დარტყმის უფლება მისცეს. ამის შესახებ „გარდიანი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოაცხადებს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კვირის ბოლოს უკრაინისთვის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის საკითხს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრიც განიხილავენ.
