ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში 14 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 2 ბავშვია. დაშავდა 18 მოქალაქე. თავდასხმა მოხდა ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლაზე, რომელსაც, პალესტინური მხარის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ჰამასის ტერორისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც სკოლის შენობაში იმყოფებოდნენ.
