ლატვიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "რიგა ფუდ 2024" შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "რიგა ფუდ 2024" შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა პროდუქცია. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქართულ სტენდთან ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლეს.
