დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის შემცირება, ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.