ტრამპი VS ჰარისი
დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის პირველი სატელევიზიო დებატები შედგა. საპრეზიდენტო კანდიდატთა პაექრობა ABC-ის ეთერში საათნახევარს გაგრძელდა. პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში, დებატები მაყურებლის გარეშე გაიმართა. დემოკრატები გამარჯვებას ზეიმობენ და მეორე დებატების გამართვას ითხოვენ. რესპუბლიკელები კი ირწმუნებიან, რომ ტრამპს უსამართლო მოდერატორების პირობებში მოუწია დებატები, თუმცა საკუთარი პოლიტიკა კარგად წარადგინა. დებატებით კმაყოფილია დონალდ ტრამპიც

სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები