ფერმა კერძო ინვესტიციით
ირაკლი კობახიძემ ასევე სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა. კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში, მერძეული უცხოური ჯიშის 1 500-მდე საქონელია. ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად, 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით. მას აქვს საკუთარი სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება
