ოპოზიცია მაშველი რგოლის იმედად
რადიკალურ ოპოზიციას ამომრჩევლისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ არის მცდელობა, რომ მათ კამპანიის წარმოებაში გარედან დაეხმარონ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც გაუგებარია. ამავე თემაზე, დღეს კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა. მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ გარედან რომელიმე პოლიტიკოსის თუ კონგრესმენის მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, განულებული რადიკალებისთვის ერთგვარი მაშველი რგოლია და არ წარმოადგენს კონკრეტული ქვეყნის პოზიციას. საუბარია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო ვილსონის განცხადებაზე რომელმაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის გამო, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა
