დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები იმართება
დღეს ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები იმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურებს. პროექტის მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. შეცვლილი საარჩევნო სისტემით ამომრჩევლების 90% მონაწილეობას წელს პირველად მიიღებს
