ოპოზიციის მცდელობა, უარყონ რომ პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან, მმართველი გუნდისთვის უსუსურია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა თავად დავით კეზერაშვილს აქვს აღიარებული, რომ აფინანსებს არასამთავრობოებს, ტელევიზიებს და პარტიებს
ოპოზიციის მცდელობა, უარყონ რომ პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან, მმართველი გუნდისთვის უსუსურია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა თავად დავით კეზერაშვილს აქვს აღიარებული, რომ აფინანსებს არასამთავრობოებს, ტელევიზიებს და პარტიებს. ქოლ-ცენტრების საქმეში კი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, კონკრეტული მტკიცებულება დევს, რომლის მიხედვითაც, ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფულიდან მილიონი დოლარი კეზერაშვილის და მისი ახლობლების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხა. მმართველ გუნდში კონკრეტულ ეჭვებს და ვარაუდებს აჩენს ისიც, როგორ ახერხებს ამ ყველაფრის მიუხედავად კეზერაშვილი ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას
