ოპოზიციის მხარდამჭერი და მართლმადიდებლური რელიგიის შეურაცხმყოფელი მიხაელ როთი, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას გეგმავს
ოპოზიციის მხარდამჭერი და მართლმადიდებლური რელიგიის შეურაცხმყოფელი მიხაელ როთი, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას გეგმავს. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და ვიზიტი 16 სექტემბერს დააანონსა. მიხაელ როთის სუბიექტურობას და ოპოზიციის მოკავშირეობას მისი განცხადებები ადასტურებს, ის მონაწილეობდა თბილისში გამართულ აქციებშიც. „ქრონიკამ“ მოიპოვა ვერბალური ნოტა, სადაც როთი უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ითხოვს. მათ შორის პრემიერთან. მმართველ გუნდში როთისგან ბოდიშს ითხოვენ და ამბობენ, რომ დეპუტატმა დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია
