„ქართული ოცნების“ ოცეული
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე - ასეთია „ქართული ოცნების“ პირველი ხუთეული. სარჩევნო სიის ოცეულში არიან ახალი სახეებიც, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრები პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს
